ჩინურ ფილოსოფიაში არის გარკვეული წესები, რომლებსაც ოჯახში წარმატება მოაქვს. არ შეგეშინდეს, ავეჯის გადაადგილებას და ნივთებისთვის მდებარეობის შეცვლას არ ვაპირებთ. უბრალოდ გირჩევთ რამდენიმე აქსესუარის დამატებას დეკორაციაში.
წლის სიმბოლო
- თაგვის პატარა ფიგურები დააწყვე იმ ოთახებში, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებ. როგორც ამბობენ, ამ ზონებში მაქსიმალურად არის თქვენი ენერგია განაწილებული, პატარა მღრღნელი კი მუდამ თქვენი ენერგეტიკული ველის სადარაჯოზე იქნება.
საახალწლო გვირგვინი
- გვირგვინის დამზადება შეგიძლია ნაძვის ან ფიჭვის ტოტებისგან. ეს ტრადიცია სახლში ბედნიერებისა და წარმატების მომტანია. თუკი ფერადი გვირგვინის შერჩევას აპირებ, აუცილებლად უნდა იყოს თეთრი ან ვერცხლისფერი.
ნაძვის ხის სათამაშოები მეტალისგან
- სათამაშოებიდან ერთი მაინც უნდა გქონდეს მეტალის, იმიტომ, რომ მეტალის ვირთხის წელიწადი მოდის. შეგიძლია ინტერიერშიც დაამატო ასეთი მეტალები. რაც მეტია, მით უკეთესი!
ცვილის სანთლები
- მაგიდის ცენტრში არ დაგავიწყდეს სანთლების მოთავსება. ისინი სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნიან, ხოლო თაგვს სახლში მყუდრო გარემო ძალიან სიამოვნებს. ამასთანავე, ცეცხლი ნეგატივისგან გაასუფთავებს გარემოს. მეორე ფერი ვირთხის წელიწადში არის ლურჯი. ასეთი ფერის სანთლები, ფენშუის მიხედვით, თავიდან აგარიდებთ ყოველდღიურ რუტინასა და წვრილმან პრობლემებს.
მაგიდის გაფორმება
- თუკი სერვირება გადაწყვიტე, ახალი ჭურჭლის ყიდვა ნამდვილად არ ღირს. მარტივია მხოლოდ ხელსახოცების შეცვლა (აირჩიე თეთრი და ლურჯი). უმნიშვნელო დეტალივით ჩანს, თუმცა ძალიან ლამაზად გამოიყურება მაგიდაზე.
ჩინური მონეტები
- მეგობრები დაპატიჟე ახალი წლის ღამეს? იდეა გვაქვს, როგორ გაახარო ისინი. დაგჭირდება მხოლოდ ჩინური მონეტები (ყველაზე გავრცელებული ატრიბუტი ფენშუიში). როგორც კი 12 ჩამოჰკრავს საათზე, თითო მონეტა დაურიგე ყველას. ეს იქნება თილისმა, რომელიც კეთილდღეობას მოუტანს ყველას 365 დღის განმავლობაში.
No comments:
Post a Comment